ევთანაზია

ევთანაზია

E. Euthanasia

ე. უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია და სიტყვა-სიტყვით “მშვიდ, ბედნიერ და უმტკივნეულო სიკვდილს” ნიშნავს. ეს მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სხვასხვა ქმედებებით (მაგალითად, ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროსგან და ა.შ.), ანდა უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა). ე-ის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური, თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. ე-ის პრაქტიკა ფართოდაა დანერგილი სკანდინავიის ქვეყნებში და წახალისებულია სახელმწიფოსაგან; ზოგ ქვეყანაში ე-ის შესაძლებლობის თითოეულ შემთხვევას სასამართლო განიხილავს და გასცემს (ან არ გასცემს) შესაბამის ნებართვას. ბევრ ქვეყანაში იგი კანონმდებლობითაა აკრძალული, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს ამ საკითხის დამარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ.: დასი, 1999 – 128გვ.

E. Enthanasia

ბერძნ. eut – ტკბილი, უშფოთველი, thanatos – სიკვდილი) უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით. მედიცინასა და სამართალში ერთმანეთისაგან განარჩევენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზიის დროს ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა მოწყალების საბაბით, სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით (მაგალითად, მომაკვდინებელი ინექციის შეყვანით, წამლის დიდი დოზის მიცემით და სხვა); პასიური ევთანაზია ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ შეზღუდული ან რთული მეთოდებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყვეტას მოწყალების საბაბით, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს. ევთანაზიის საკითხი უკავშირდება სიცოცხლის უფლებასა და სიცოცხლის დასრულების უფლებას (სიცოცხლის ღირსეულად დასრულების უფლებას). მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გარდა ნიდერლანდებისა და ბელგიისა, ევთანაზიის აქტი აკრძალულია. ევთანაზია (აქტიური და პასიური ფორმები) აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით: "მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან განთავისუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მული); "სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება“ (საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის ჯანდაცვის შესახებ კანონის 151-ე მუხლი). ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ევთანაზიის დაშვება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის (საქმე სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხებოდა) სტრასბურგის სასამართლომ ევთანაზიის ფაქტი სიცოცხლის ხელყოფად აღიარა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ.; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]

E. euthanasia

G. Euthanasie

Gk. eu კარგად + thanatos სიკვდილი

1. უიმედო ავადმყოფების სიკვდილის დაჩქარება, ტანჯვის, ტკივილის შემსუბუქების ფსევდოჰუმანური მოტივით;

2. მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან გათავისუფლების მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 110).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……