ევროგაერთიანების „ხიდის” პროცედურა

ევროგაერთიანების „ხიდის” პროცედურა

E. Community „bridge”

მაასტრიხტის ხელშეკრულება ითვალისწინებს მეექვსე თავით განსაზღვრული ზოგიერთი დებულების (პოლიციისა და სასამართლო თანამშრომლობა) ევროგაერთიანების კომპეტენციაში თანდათანობით გადასვლის შესაძლებლობას. ამ პროცედურაზე, რომელიც „ხიდის” სახელწოდებითაა ცნობილი, მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილება მიიღებოდა ერთხმად და საჭირო იყო რატიფიცირება თითოეულ წევრ სახელმწიფოში მათი კონსტიტუციების შესაბამისად. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავის 29-ე მუხლით (საპოლიციო თანამშრომლობა სისხლისსამართლებრივ საკითხებზე) გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება გადატანილ იქნეს ევროგაერთიანების ხელშეკრულების მეოთხე თავში (ვიზები, თავშესაფრის მიცემა, მიგრაცია), რის შედეგადაც გადაწყვეტილებები ამ საკითხებზე ევროგაერთიანების მეთოდით მიიღება. როგორც ადრე, ამ შემთხვევაშიც ნებისმიერი გადაწყვეტილება საკითხთა ევროგაერთიანების კომპეტენციაში გადატანის შესახებ ერთხმად უნდა იქნეს მიღებული მინისტრების საბჭოში, რასაც უნდა მოჰყვეს რატიფიცირება თითოეულ წევრ სახელმწიფოში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……