ევროკორპუსი

ევროკორპუსი

E. Eurocorps

ევროკორპუსი საფრანგეთ-გერმანიის 59-ე სამიტზე შეიქმნა 1992 წლის მაისში. მოგვიანებით მათ კიდევ სამი ქვეყანა შეუერთდა: ბელგია – 1993 წლის ივნისში, ესპანეთი – 1993 წლის დეკემბერში და ლუქსემბურგი – 1996 წლის მაისში. ეს სამხედრო შენაერთი 50 000 ჯარისკაცს აერთიანებს და 1995 წლის ნოემბრიდა�� მოქმედებს. ევროკურპუსი დასავლეთ ევროპის კავშირის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილია. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც დასავლეთ ევროპის კავშირის, ასევე ნატოს ფარგლებშიც (ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი) და შეასრულოს ჰუმანიტარული მისიები, კერძოდ, მოახდინოს წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეების ევაკუაცია და მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ოპერაციებში გაეროს ან ეუთოს ეგიდით. ევროკორპუსის დასავლეთ ევროპის კავშირის პოლიტიკურ დაქვემდებარებაში გადასვლა 1993 წლის ნოემბრის შეთანხმებით განხორციელდა, ხოლო მის ნატო-სთან ურთიერთობას განსაზღვრავს 1993 წლის იანვარში ნატო-სთან დადებული შეთანხმება.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……