ევროპის გაერთიანებათა სასამართლო

ევროპის გაერთიანებათა სასამართლო

E. European Communities Court of Justice

ევროკავშირში მოქმედი ორგანო, რომელიც შედგება 13 მოსამართლისა და 6 გენერალური ადვოკატისაგან; მათ ნიშნავე 6 წლის ვადით ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობით. სასამართლოს ევალება ევროკავშირის სივრცეში შემავალ ყველა ქვეყანაში კანონის ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა ისეთ საკითხებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით, როგორიცაა: ა) დავები ევროკავშირის კომისიასა და კავშირის წევრ სახელმწიფოს შორის: ბ) დავები კავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის; გ) კავშირის წინააღმდეგ მიმართული აქტები; დ) კავშირის წევრ სახელმწიფოთა სასამართლოების მიერ გადმოცემული საკითხები ევროპის კანონმდებლობის ინტერპრეტაციის შესახებ. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ევროპის სასამართლოს აქტს. სასამართლო ხელმძღვანელობს ცალკეულ გადაწყვეტილებათა (პარიზის 1951 წლის და რომის 1957 წლის) ხელშეკრულებებისა და სხვა დამატებითი აქტების დებულებებით. ამ მხრივ დიდი როლი ენიჭება ევროკავშირის სასამართლოს, რომელიც ამოწმებს კავშირის წევრ სახელმწიფოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობას ევროკავშირის დამფუძნებელ და სხვა საკანონმდებლო აქტებთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო კონტროლს უწევს, თუ რამდენად შეესაბამება თვით კავშირის გადაწყვეტილებები და ღონისძიებები დამფუძნებელ ხელშეკრულებას. ევროკავშირის მიერ მიღებულ აქტებს ეროვნული სასამართლოები უშუალოდ იყენებენ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ. ნიცაში მიღებული ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია აფართოვებს სასამართლოს კომპეტენციას.

See also: ევროკავშირი, ევროპული სასამართლო

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……