ევროპის გაერთიანების საგარეო უფლებამოსილება

ევროპის გაერთიანების საგარეო უფლებამოსილება

E. External Responsibilities of the Community

გაერთიანება ორი სახის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი: ექსკლუზიური, როდესაც მოცემულ სფეროში გაერთიანებას აქვს სრული კომპეტენცია (მაგალითად, ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა) და შერეული, როდესაც გაერთიანების კომპეტენცია ამა თუ იმ სფეროში განაწილებულია წევრ სახელმწიფოებთან (მაგალითად, ტრანსპორტის პოლიტიკა). ეს სხვაობა ნაგულისხმევი კომპეტენციის პრინციპს ეფუძნება. საგარეო ურთიერთობებში გაერთიანებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპეტენცია ორ შემთხვევაში აქვს: სავაჭრო პოლიტიკა (მუხლი 133) და ასოციაციის შეთანხმებები (მუხლი 310). უნდა აღინიშნოს, რომ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა საერთოდ არაა გაერთიანების კომპეტენციაში და იგი წევრი სახელმწიფოების მიერ მთავრობათშორისი თანამშრომლობის პროცედურით იმართება. ამსტერდამის ხელშეკრულებამ 133-ე მუხლში შეიტანა ცვლილებები, რის შედეგადაც საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით შეუძლია გააფართოოს საერთო სავაჭრო პოლიტიკის მოქმედების სფერო და მოიცვას საერთაშორისო მოლაპარაკებები და შეთანხმებები მომსახურების სფეროსა და ინტელექტუალური საკუთრებაზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……