ევროპის კავშირის პოლიტიკური პროგრამა

ევროპის კავშირის პოლიტიკური პროგრამა

E. Political Agenda of the European opean Union

მადრიდის ევროპულმა საბჭომ (1995 წლის 15 – 16 დეკემბერი) საუკუნის ბოლოსათვის ევროკავშირის ამოცანად განსაზღვრა მომავალი ევროპისათვის საფუძვლის ჩაყრა, რომელიც იქნება ხალხთა თავისუფალი, აყვავებული და სტაბილური გაერთიანება. პრაქტიკულად ეს ნიშნავს: ევროკავშირის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას; ერთიან ვალუტაზე გადასვლას შეთანხმებული განრიგისა და პირობების შესაბამისად; გაფართოების მოლაპარაკებებისათვის მომზადებას და მის განხორციელებას; 1999 წლის 31 დეკემბრის მომდევნო პერიოდისათვის ფინანსური პერსპექტივის მიღებას; ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას; კავშირის მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, უკრაინასთან, ურქეთთან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან მიმდინარე დიალოგის, თანამშრომლობისა და ასოცირების პოლიტიკის აქტიურად განვითარებას.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……