ევროპის კომისია (ევროკომისია)

ევროპის კომისია (ევროკომისია)

E. European Commission

ევროპის კომისია (ევროკომისია) ევროგაერთიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის უფლებამოსილებაში შედის: საკანონმდებლო ინიციატივა; გაერთიანების პოლიტიკის ადმინისტრირება და აღსრულება; ბიუჯეტის მართვა; გაერთიანების საგარეო ურთიერთობები; ხელშეკრულებათა დაცვის მეთვალყურეობა. – გარდა ამისა, კომისია მხოლოდ გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს და ევროპული ინტეგრაციის ძირითად მამოძრავებელ ძალადაა მიჩნეული. გაფართოებამდე კომისია 20 წევრისაგან შედგება. ორ-ორი წევრი ჰყავთ საფრანგეთს, გერმანიას, დიდი ბრიტანეთს, იტალიასა და ესპანეთს. კავშირის დანარჩენ წევრებს კი კომისიაში თითო-თითო წევრი ჰყავთ. კომისიის შემადგენლობა ხუთი წლის ვადით ინიშნება წევრ სახელმწიფოთა შორის შეთანხმების საფუძველზე. საბოლოო დანიშვნამდე კომისიის მთლიან შემადგენლობას ხმა უნდა მისცეს ევროპის პარლამენტმა, რომლის წინაშეც იგი ანგარიშვალდებულია. პარლამენტს ასევე შეუძლია ხმების ორი მესამედით დაითხოვოს კომისიის მთლიანი შემადგენლობა. კომისიის წევრებს დახმარებას უწევს ადმინისტრაცია, რომელიც გენერალურ დირექტორატებადაა დაყოფილი. კომისიის ადმინისტრაცია ძირითადად ბრიუსელში მდებარეობს. 1999 წლიდან 2004 წლამდე კომისიის პრეზიდენტია რომანო პროდი. ნიცის ხელშეკრულება ითვალისწინებს კომისიის ახალ შემადგენლობას გაფართოების შემდეგ. 2005 წლიდან კომისიაში იმდენი წევრი იქნება, რამდენიც სახელმწიფო ევროკავშირში. ამრიგად, დიდი წევრი სახელმწიფოები კომისიის ერთ წევრს კარგავენ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრთა რაოდენობა 27-ს მიაღწევს, ყველა წევრი სახელმწიფო ვეღარ შეძლებს წარადგინოს თავისი წევრი კომისიაში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……