ევროპის ცენტრალური ბანკი

ევროპის ცენტრალური ბანკი

E. European Central Bank

ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს, 1998 წლის ივნისში შეუდგა მუშაობას. 1999 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ერთიანი ევროპული ვალუტა – ევრო, იგი პასუხისმგებელია ევროპის ფულადი პოლიტიკის გატარებაზე ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი ორგანოები (მმართველი საბჭო და აღმასრულებელი საბჭო) განაგებენ ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემას მათი ამოცანაა მიმოქცევაში მყოფი ფულის მართვა, სავალუტო ოპერაციები, წევრ სახელმწიფოთა ოფიციალური საგარეო რეზერვების მართვა და გადახდის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ევროპის ცენტრალური ბანკის წინამორბედი იყო ევროპის სავალუტო ინსტიტუტი.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……