ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლბათა დაცვის შესახებ

ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლბათა დაცვის შესახებ

E. European Convention for the protection of Human Rights and Fundamental Freedoms

საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია რომში 4.XI.1950 და ძალაში შევიდა 3.IX.1953. კონვენცია პირველი იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო-სამართლებრივი აქტია, რომელმაც გაითვალისწინა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კონვენცია ითვალისწინებს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის: სიცოცხლის უფლებას, წამების, მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვას, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებას, სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცვას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, მრწამსისა და სიტყვის თავისუფლებას, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებას, დარღვეულ უფლებათა ეფექტიანი აღდგენის უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვ. კონვენციის დამატებით ოქმებში გათვალისწინებულია სხვა უფლებებიც. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ კონვენციითა და ოქმებით გათვალისწინებული უფლებები მისი ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მის იურისდიქციაში იმყოფება. კონვენციის ეფექტიენობა განპირობებულია ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული სისტემით. კონვენციის მიერ თავის ვალდებულებათა სათანადოს შესრულებისათის ზედამხედველობის განსახორციელებლად შექმნილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.(მე-19 მუხ.)

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……