ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდენტურობა

ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდენტურობა

E. Eureopan Security and Defence Identity

ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩამოყალიბების იდეა ორი მიზეზით იყო განპირობებული. 90-იან წლებში ევროპაში დესტაბილიზაციისა და კონფლიქტის ორმა კერამ იფეთქა – ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში. – ევროპის თავდაცვაში შეერთებული შტატების წილის შემცირებამ საჭირო გახადა ევროპელთა ძალისხმევის ზრდა საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოგვიანებით ნათელი გახდა ნატო-ს შესაძლებლობათა საზღვრებიც, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი თავის თავდაცვით მოვალეობებს მხოლოდ საგარეო საფრთხის შემთხვევაში აღიარებდა. ამასთანავე, თანდათან გამოიკვეთა ევროპისათვის ისეთი საერთო პოლიტიკური ერთეულის აუცილებლობა, რომელიც გაუმკლავდებოდა ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ახალ პრობლემებს. 1994 წელს ბრიუსელში ნატო-ს საბჭომ აღიარა ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის განსაზღვრის აუცილებლობა. შესაბამისად, 1996 წელს ბერლინში ნატო-ს საბჭომ საფუძველი ჩაუყარა შერეული ერთობლივი შეიარაღებული ძალების იდეას. ალიანსის ლიდერებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომლის თანახმადაც ნატო-ს სამხედრო საშუალებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის წარმოებულ ოპერაციებში

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……