ევრო

ევრო

E. EURO

ევრო არის ევროკავშირის ერთიანი ვალუტა და იგი 1999 წლიდან, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მესამე ფაზის დასაწყისიდან მოქმედებს. თუმცა, 2001 წლის იანვრამდე ევრო მხოლოდ ნომინალურად არსებობდა. 2001 წლის დასაწყისიდან კი ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შეერთებოდნენ ერთიან ვალუტას, მიმოქცევაში შემოვიდა ევროს ბანკნოტები. ევრო ევროკავშირის მხოლოდ 12 წევრ სახელმწიფოში მოქმედებს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი. დიდმა ბრიტანეთმა და დანიამ უარი თქვეს ერთიან ვალუტაზე. შვედეთი კი შეუერთდება ერთიანი ვალუტის ქვეყნებს მას შემდეგ, რაც იგი საამისო ყველა პირობას დააკმაყოფილებს. ევროზონაში გაერთიანებული სახელმწიფოების ფულად პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი წარმართავს, რომლის უმთავრესი ამოცანა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……