ეთერში გადაცემა

ეთერში გადაცემა – საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრი – ყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა – მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით – ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით.   Source: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……