ეთნიკური კონფლიქტი

ეთნიკური კონფლიქტი

E. Ethnic conflict

1) დაპირისპირება სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ თუ ეთნიკურ, ენობრივ ჯგუფს შორის (იხ. ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური ჯგუფი, ეთნიკური წარმომავლობა, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი). როგორც წესი, ე.კ. პროვოცირებულია ამ ჯგუფის სათავეში მდგარი პოლიტიკური ელიტის მიერ, რომელსაც მორალურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებასაც კი უწევენ მეზობელი ქვეყნების ოფიციალური თუ არაოფიციალური ძალები, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას. ასეთი სახის ე.კ., რომელსაც სეპარატისტები ნათლავენ უფრო მრავალრიცხოვან ეთნიკურ ერთობასა და პატარა ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირებად, სინამდვილეში ეთნოპოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რადგან მისი ძირითადი მხარეებია სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება და სეპარატისტული ძალები, ასეთი ე.კ. ხშირად გადაიზრდება არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლის დროს ეთნიკური წმენდა აღინიშნება. 2) ე.კ., რომელიც წარმოიშობა სახელმწიფოს აგრესიული, შეუწყნარებელი, დისკრიმინაციული პოლიტიკით (იხ. შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია), რაც სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რააქციას იწვევს. ამ ტიპის კონფლიქტების სიმრავლით ხასიათდება აფრიკის რეგიონი. 3) ე.კ. წარმოიშობა მეზობლად მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ტრადისიული შეუწყნარებლობით გამოირჩევიან და დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტით ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას, რასაც მილიონობით, ასეულობით ადამიანი ემსხვერპლება (მაგ., აფრიკის ქვეყნებში). 4) ე.კ., რომელიც წარმოიშობა ორ ან რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირება (მიწის ნაკვეთების გაყოფა, ტყის გამოყენება და ა.შ.). როგორც წესი, ასეთი ეკ ხანგრძლივი არ არის და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობაზეა დამოკიდებული).

See also: ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური ჯგუფი, ეთნიკური წარმომავლობა, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები, შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ.; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……