ეთნიკური ნაციონალიზმი

ეთნიკური ნაციონალიზმი

ნაციონალიზმის ერთ–ერთი ძირითადი სახეობა ლიბერალურ ანუ სამოქალაქო (სახელმწიფო) ნაციონალიზმთან ერთად. ე.ნ. (ეთნონაციონალიზმი) არის ეთნოსის ნაციონალიზმი, რომელიც ძირითად ღირებულებად აღიარებს ერს (მისი ეთნიკური მნიშვნელობით) და მისდამი ერთგულებას და მისი ინტერესებისთვის ბრძოლას მიიჩნევს დომინანტურად სხვა ღირებულებებთან (სახელმწიფო, ერი – პოლიტიკური მნიშვნელობით, კაცობრიობა, პიროვნება) შედარებით. ე.ნ. ერს განსაზღვრავს, როგორც საერთო წინაპრებისა და საერთო წარმოშობის ადამიანთა ერთობას („სისხლის ერთობა“). ამ ტიპის ნაციონალიზმის მიხედვით, ვერავინ მოხვდება ამა თუ იმ ერის შემადგენლობაში მისი ენის, კულტურისა და ტრადიციების შეთვისების გზით, თუ იგი სისხლითა და წარმოშობით სხვა ერს მიეკუთვნება – ანუ გერმანელად, ლიტველად თუ ქართველად უნდა დაიბადო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ შეიძლება სრულუფლებიანი მოქალაქე იყოს, მაგრამ ერის შემადგენელ ნაწილად იგი ვერ იქცევა. ე.ნ., თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ხაზს უსვამს საკუთარი ერის განსაკუთრებულობას, რაც ზოგჯერ უკიდურეს ფორმას იღებს და შოვინიზმისა და ნაციზმის სახით ვლინდება. XX ს–ის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიამ ე.ნ–ის არაერთი გამოვლინება იცის. ზოგიერთმა მათგანმა სისხლიანი სახე მიიღო (ბოსნია, კოსოვო, მთიანი ყარაბახი, აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, რუანდა, შრი–ლანკა და სხვ.).

See also: ნაციონალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……