ეთნიკური ჯგუფი

ეთნიკური ჯგუფი

E. Ethnic group

ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი სოციალური, საზოგადოებრივი ერთობა, რომელსაც აქვს საერთო ენა, ადათ-ჩვეულებები, მითები, კულტურა, რწმენა. ეთნიკურ ერთობას ქმნის ერი – მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური წარმომაქმნი, რომელიც ერი-სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობაა, ან სხვა ერთან ერთად მართავს სახელმწიფოს. ე.ჯ-ში შედარებით მცირერიცხოვანი თემებია, რომლებიც ისტორიულად არსებობენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განსხვავდებიან დანარჩენი მოსახლეობისაგან თავისი ადათ-ჩვეულებებით, ენით, კულტურით, რწმენით. ზოგიერთი ე.ჯ. ცდილობს, ხაზი გაუსვას ამ განსაკუთრებულობას და ეწინააღმდეგება ასიმილაციას (იხ. ძირძველი მოსახლეობა). ზოგი ერწყმის უმრავლესობაში მყოფ მოსახლეობას – ერს, მაგრამ ინარჩუნებს ყოფით თავისებურებებს, ენას ან დიალექტს. თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები კრძალავს ნებისმიერ დისკრიმინაციას "ეთნიკური,“ "ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე.“ აგრესიული სეპარატიზმი იყენებს ეთნიკურ თავისებურერებს ეჯ-ის წევრთა თავისი პოლიტიკური ზრახვების რეალიზაციაში ჩაბმის მიზნით. რაც აკრძალულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლით (იხ. ეროვნული უმცირესობანი, ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური წარმომავლობა).

See also: ეთნიკური კონფლიქტი, ძირძველი მოსახლეობა, ერი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……