ეთნოლოგია

ეთნოლოგია

იგივეა, რაც ეთნოგრაფია, ზოგიერთი მეცნიერი ე–ს განიხილავს მეცნიერების განმაზოგადებელ ფაზად, რომელიც შეისწავლის ადამიანური კულტურის განვითარების ზოგად კანონებსა და მრავალი კულტურისთვის დამახასიათებელ ერთნაირ კანონზომიერებებს, ხოლო ეთნოგრაფიას – წმინდა აღწერით დისციპლინად; სხვა თვალსაზრისით. ე–ის საგანია კულტურათა შედარებითი შესწავლა; ამგვარად, ცოდნის ერთიანი დარგი გაყოფილია აღწერით და თეორიულ დისციპლინებად, რაც მეცნიერთა ნაწილისთვის მიუღებელია. ე. ამერიკულ ტრადიციაში კულტურული ანთროპოლოგიის შემადგენელი ნაწილი ან სინონიმია; დასავლეთევროპულში (ბრიტანულსა და ფრანგულში) სოციალური ანთროპოლოგიის ანალოგია, გერმანულენოვან ქვეყნებში დამოუკიდებელი კვლევითი მიმართულებაა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……