ეკოლოგია

ეკოლოგია

ცოცხალი არსებების გარემოსთან ურთიერთქმედების შესწავლა. ტერმინი პოპულარული გახდა XX ს–ის 80–იანი წლებიდან დედამიწის, როგორც საბინადრო სისტემის არამუდმივობის მიმართ მზარდი ინტერესის გამო.

See also: ეკოლოგიური კრიზისი, ეკოპოლიტიკა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

E. ecology

Gk. oikos სახლი, სამშობლო და logos სიტყვა, ცნება, მოძღვრება

მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველების, მცენარეების, მიკროორგანიზმების ურთიერთ-დამოკიდებულებას გარემოსთან; ერთი და იმავე სახეობის ორგანიზმების ე.-ს აუტ(ო)ეკოლოგია ეწოდება, გაერთიანების, საზოგადოების ე.-ს კი – სინეკოლოგია; 2. ადამიანის ე., სოციალური ე. – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის დამოკიდებულებას გარემოსთან.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……