ეკოლოგიური კრიზისი

ეკოლოგიური კრიზისი

ბუნბრივი გარემოს მიმართ ადამიანის, სოციუმისმძარცველური, ცალმხრივი, პრაგმატული დამოკიდებულების შედეგად ბუნებრივი ბალანსის, წონასწორობის, მთლიანად ეკოსისტემის გლობალური მასშტაბით დარღვევა, რომლის შედეგადაც ბუნებრივი სისტემები არცთუ შორეულ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს (ან უკვე იმყოფება) ტექნოლოგიური მიღწევების, აგრეთვე დემოგრაფიული აფეთქების შედეგად გამოწვეული საშიშროების წინაშე. მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორი მუშაობს იმ მიმართულებით, რომელიც იწვევს მეცნიერთა და ცხოველთა მრავალი სახეობის გაქრობას, ოზონის ფენის გათხელებას, გლობალურ დათბობასა და ამინდის შეცვლას, მიწისა და წყლის ვეებერთელა მასივებისა და აუზების დაბინძურებას, ტყის მასივების კატასტროფულ შემცირებასა და სხვა გლობალურად საშიშ, კატასტროფულ შედეგებს.

See also: ეკოპოლიტიკა, ეკოლოგია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……