ეკონომიკა

ეკონომიკა

1. მატერიალური და ადამიანური რესურსების ორგანიზებულად მართვა დოვლათის წარმოების პროცესში; 2. დოვლათის წარმოებასთან, განაწილებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალური დაწესებულებებისა და ინსტიტუტების სისტემა; 3. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოებაში მწირი რესურსებისათვის კონკურენციის, მათი წარმოების, გაცვლის, განაწილებისა და მოხმარების პროცესებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. economy, economics

Gk. oikonomia – მეურნეობის მართვა

1. მეურნეობის (ქვეყნის, საწარმოს, ოჯახის და ა.შ.), წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობა;

2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს, როგორც თეორიულ-ეკონომიკურ კანონებს, ისე მეურნეობის კონკრეტულ მდგომარეობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……