ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

E. Economic and Social Committee

ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი შედგება 222 წევრისაგან, რომლებიც საზოგადოების სამ ფენას წარმოადგენენ: დამქირავებლები, მუშა-მოსამსახურეები და კონკრეტული დარგის წარმომადგენლები (ფერმერები, ხელოსნები, მომხმარებელთა ინტერესების დამცველები, მეცნიერები, მასწავლებლები, ოჯახის ინტერესების დამცველები, გარემოს დამცველები და სხვადასხვა კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლები). კომიტეტის წევრები ინიშნებიან საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. იგი კონსულტაციებს იძლევა სხვადასხვა სამართლებრივი აქტის მიღებამდე და შეუძლია საკუთარი ინიციატივითაც გამოსცეს ოფიციალური მოსაზრება. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ კომიტეტის კონსულტაციის სფეროები გაფართოვდა და მოიცვა დასაქმების პოლიტიკა, სოციალური საკითხები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. კომიტეტს შეუძლია კონსულტაციები გაუწიოს ევროპის პარლამენტსაც.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……