ეკონომიკის გლობალიზაცია

ეკონომიკის გლობალიზაცია

E. Globalisation of Economy

ეკონომიკური გლობალიზაციის ფენომენი ტურინის ევროპული საბჭოს მიერ მე-20 საუკუნის დასასრულს ევროპის კავშირის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად დასახელდა. ტერმინი გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით მზარდი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს, რომლის მამოძრავებელი ძალებია: საერთაშორისო ვაჭრობისა და კაპიტალის გადაადგილების ლიბერალიზაცია; დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესი და ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბება; დერეგულაცია. ეს სამი ფაქტორი გავლენას ახდენს ერთმანეთზე: ტექნოლოგიური პროგრესი ასტიმულირებს საერთაშორისო ვაჭრობას; ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტექნოლოგიური პროგრესის უფრო ეფექტურ გავრცელებას. ამავე დროს, დერეგულაცია ავითარებს ტექნოლოგიების ახალ ფორმებს და ხელს უწყობს სავაჭრო ბარიერების მოხსნას.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……