ეკუმენიზმი

ეკუმენიზმი

მოძრაობა, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ე–ს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ე., სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონომისტური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, სომხურ–ბერძნული და სხვ. კონფესიების უმრავლესობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. ecumenism, ecumenicity

G. okumenismus

L. oecumenicus მსოფლიო

Gk. Oikumene დასახლებული მიწა

ყველა ქრისტიანული ეკლესიის გაერთიანებისაკენ მიმართული მოძრაობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……