ელიტიზმი

ელიტიზმი

კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მართვა უნდა იყოს და პრაქტიკულად არის კიდეც „პოლიტიკური კლასის“ ანუ პოლიტიკური მართვის ხელოვნებაში კომპეტენტური ხალხის საქმე. ელიტისტური კონცეფციები ზოგ შემთხვევაში ეჭვქვეშ აყენებს ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლის მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობას, ხოლო ზოგჯერ კი პრაქტიკულ რეალურობას. პირველად ამგვარ იდეას ვხვდებით პლატონის „სახელმწიფოში“. ელიტისტური კონცეფციების დეტალური დამუშავება უკავშირდება XX საუკუნის (დასაწყისისა და შუა პერიოდის) ისეთი ავტორების სახელებს, როგორებიცაა გაეტანო მოსკა, ვილფრედ პარეტო და იოზეფ შუმპეტერი. ამ ავტორთა ელიტისტური კონცეფციების სპეციფიკას წარმოადგენს იმ იდეის გატარება, რომ ე. სავსებით შეთავსებადია დემოკრატიული სახელმწიფოების ბუნებასთან, რაც პოლიტიკურ ლიტერატურაში არაერთგვაროვნადაა შეფასებული: ზოგს მიაჩნია, რომ ე. პრინციპულად ვერ ეგუება დემოკრატიის იდეალებს, ხოლო სხვებს მიაჩნიათ, რომ ე–მა გააფართოვა ჩვენი სტანდარტული წარმოდგენები დემოკრატიაზე.

See also: ელიტა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……