ემერჯენტული თვისებები

ემერჯენტული თვისებები

ტალკოტ პარსონსის მიერ სოციალურ სისტემათა ანალიზისათვის შემოტანილი ცნება. იგი აღნიშნავს სოციალური სისტემის ნებისმიერ თვისებას, რომელიც არ შეიძლება მარტივად აიხსნას მისი წარმოშობის ან შემადგენელი ნაწილების მიხედვით იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. ე.თ. არარედუქცირებადია, ანუ არ დაიყვანება სოციალურ მოვლენათა ბიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე. აღნიშნული ცნება დამახასიათებელია ზოგადად ფუნქციონალური სოციოლოგიისათვის, რათა ხაზი გაესვას სოციოლოგიის დამოუკიდებლობას სხვა მეცნიერებებისაგან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……