ემიტენტი

ემიტენტი

E. issuer

L. emitere-გამოშვება

1. იურიდიული პირი: ბანკი, დაწესებულება, სახელმწიფო ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის ორგანო, რომელიც მიმოქცევაში უშვებს ფასიან ქაღალდებს და კისრულობს ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს;

2. საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს (საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, მუხლი 1, პუნქტი 16).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს.   Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……