ენერგია

ენერგია

E. energy

Gk. energeia მოღვაწეობა, მოქმედება

1. მატერიის მოძრაობის სხვადასხვა ფორმის საერთორაოდენობრივი საზომი; ე.-ის ძირითადი ფორმებია: მექანიკური, სითბური, ელექტრომაგნიტური, ქიმიური, გრავიტაციული, ბირთვული; ერთი სახის ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სხვა სახის ენერგიად, მკაცრად განსაზღვრული რაოდენობრივი თანაფარდობით; ნებისმიერი სახის ენერგიის გარდაქმნის შემთხვევაში, მისი საერთო რაოდენობა არ იცვლება. ე.-ის მუდმივობის კანონი თანამედროვე ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი მთავარი კანონია;

2. სამოქმედო ძალა, ჟინი, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა დასახული მიზნის მისაღწევად.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……