ერგონომიკა

ერგონომიკა

დისციპლინა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ინდივიდის ფუნქციურ შესაძლებლობებს ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. სამუშაო ადგილის პროექტირებისას ე–ის სპეციალისტები ეყრდნობიან ცოდნას ადამიანის ანატომიასა და შრომის ნაყოფიერებაზე იმისთვის, რომ მან მაქსიმალური თვითგაღებითა და ჯანმრთელობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშაოს. დისციპლინა აგრეთვე ცნობილია ადამიანური ფაქტორის სახელწოდებით.

See also: ადამიანური ფაქტორები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. ergonomics

Gk. Ergon მუშაობა და nomos კანონი

ერგონომია – სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ადამიანს (ადამიანთა ჯგუფს), მისი (მათი) სამუშაო იარაღების, შრომის პირობებისა და პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით; შეიქმნა ინგლისში, XXს-ის 40-იანი წლების დამლევს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……