ერთეული ვეტოს სისტემა

ერთეული ვეტოს სისტემა

საერთაშორისო სისტემის ერთ–ერთი ჰიპოთეზური ტიპი ამერიკელი მეცნიერის მ. კაპლანის ტიპოლოგიის მიხედვით. ასეთ სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობების ყველა აქტორი – სახელმწიფო – აბსოლუტურად ინდივიდუალურად მოქმედებს და თანაბარძალიანია. ეს არის ჰობსისეული – „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ – მდგომარეობის პრაქტიკული ასახვა. ასეთი სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სახელმწიფოს ექნება ისეთი იარაღი, რომ შეეძლება ნებისმიერი აგრესორის მოსპობა თუნდაც საკუთარი არსებობის გაქრობის ფასად. ამ სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას აზრი აღარ აქვს, ხოლო სისტემა სტაბილური იქნება მანამ, სანამ ყველა აქტორს შეეძლება გაუძლოს მუქარას და საპასუხო ზომებიც მიიღოს. ე.ვ.ს–ში დაძაბულობამ შეიძლება ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ სისტემა ქაოსმა მოიცვას. თეორიულად დასაშვებია ისიც, რომ ერთმა აქტორმა შეძლოს დანარჩენების დაშინება. ასეთ შემთხვევაში ჩამოყალიბდება იერარქიული სისტემა.

See also: იერარქია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……