ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

E. Common Foreign and Security Policy

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ითვალისწინებს ევროკავშირის ხელშეკრულების მეხუთე თავი. მან მანამდე არსებული ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა შეცვალა. ამ პოლიტიკის მიზანია ევროპის კავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის ფორმირება, ისევე როგორც ერთიანი თავდაცვის პოლიტიკის თანდათანობითი ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ ერთიანი თავდაცვის შექმნამდე მიიყვანს ევროკავშირს. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (ევროკავშირის მეორე საყრდენის) მიზნები ევროკავშირის ხელშეკრულების მე-11 მუხლითაა განსაზღვრული. ამ მიზნების მისაღწევად კი სპეციალური სამართლებრივი საშუალებებია შექმნილი, კერძოდ, ერთობლივი ქმედება და ერთიანი პოზიცია, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს ერთხმად. ამსტერდამის ხელშეკრულებამ პოლიტიკის განხორციელების ამ საშუალებებს დაუმატა კიდევ ერთი, სახელდობრ, ერთიანი სტრატეგია, რომელიც მე-12 მუხლითაა განსაზღვრული.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……