ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა

ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა

E. Common Transport Policy

ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია ისეთი საერთო წესების შემუშავება, რომელიც გავრცელდება ყველა სახის საერთაშორისო ტრანსპორტზე, რომელიც გადაადგილდება ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით (მუხლები 70-80). ამ პოლიტიკით ასევე განსაზღვრულია ის პირობები, რომელთა საფუძველზე არაადგილობრივი გადამზიდავები მოქმედებენ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამასთანავე, ტრანსპორტის პოლიტიკის მიზანია, გააუმჯობესოს ტრანსპორტის უსაფრთხოება. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილებები ტრანსპორტის სფეროში მიიღება თანაგადაწყვეტილების პროცედურით (ევროგაერთიანების ხელშეკრულების 251-ე მუხლი) ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებიც, კერძოდ: ▪ გადაწყვეტილებები, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ საცხოვრებელ სტანდარტებზე, დასაქმებასა და სატრანსპორტო საშუალებებზე, მინისტრების საბჭოს მიერ მიიღება ერთხმად, პარლამენტისა და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ; ▪ განსაკუთრებული ზომების მიღებისას, რომელიც საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტთანაა დაკავშირებული, მინისტრების საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტს, რა კონკრეტული პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული თითოეულ შემთხვევაში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……