ერთიანი სტრატეგია

ერთიანი სტრატეგია

E. Common Strategy

ერთიანი სტრატეგია ახალი ინსტრუმენტია, რომელიც ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში მოქმედებს ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ \nევროკავშირის მე-13 მუხლის თანახმად, ევროპული საბჭო განსაზღვრავს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპებსა და ძირითად მიმართულებებს. იგი იღებს გადაწყვეტილებებს ევროპის კავშირის ერთიანი სტრატეგიის შესახებ იმ საკითხებში, რომლებშიც წევრ სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები აქვთ \nუფრო კონკრეტულად, ერთიანი სტრატეგია განსაზღვრავს პოლიტიკის მიზნებს, მისი განხორციელების ვადებს და იმ საშუალებებს, რომელიც სჭირდება ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ერთიანი პოლიტიკის განსახორციელებლად. ერთიანი სტრატეგიის აღსრულება ევალება საბჭოს ერთობლივი ქმედებებისა და ერთიანი პოზიციების შემუშავების გზით. მინისტრების საბჭოს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ერთიანი სტრატეგიის შექმნას.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……