ერთი გადაცემადი ხმის სისტემა

ერთი გადაცემადი ხმის სისტემა – Single Transferable Vote (STV)  – ეს სისტემა გამოიყენება მრავალმანდატიან ოლქებში, სადაც ამომრჩევლები ახდენენ კანდიდატთა რანგირებას ბიულეტენებში, უპირატესობის მიხედვით. როგორც წესი, ისევე როგორც ალტერნატიული კენჭისყრის დროს, ამომრჩევლები რანგირებას ახდენენ სურვილის მიხედვით – მათ არ ევალებათ ყველა კანდიდატის რანგირება. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კვოტით გამოთვლილ საჭირო ხმათა რაოდენობას. დათვლის პირველ ეტაპზე მოწმდება კანდიდატების პირველ უპირატესობათა საერთო რაოდენობა. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მიიღებს პირველ უპირატესობათა უმეტესობას, რაც აღემატება დადგენილ კვოტას, არჩეულად ითვლება. თუ ვერც ერთი ვერ შესწვდა კვოტას, მაშინ კანდიდატი ხმათა უმცირესი რაოდენობით არჩევნებს გამოეთიშება. მისთვის მიცემული მეორე უპირატესობები დარჩენილ კანდიდატთა შორის გადანაწილდება. ამავე დროს, უკვე არჩეულ კანდიდატთა მიერ მიღებული “ზედმეტი” ხმები (კვოტაზე მეტი) ბიულეტენში აღნიშნული მეორე უპირატესობის მიხედვით გადანაწილდება. პროცესი გრძელდება მანამდე, ვიდრე ოლქებში ყველა მანდატი გადანაწილდება.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……