ერთობლივი ქმედება (მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები)

ერთობლივი ქმედება (მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები)

E. Joint Action (Justice and Home Affairs)

ერთობლივი ქმედება წარმოადგენდა ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავის სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც 1993-1999 წლებში გამოიყენებოდა. ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებდა ევროკავშირის სახელით ან მის ფარგლებში წევრ სახელმწიფოთა კოორდინირებულ ქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც დასახული მიზნის ან შედეგის მიღწევა ერთობლივად უფრო შესაძლებლად მიიჩნეოდა, ვიდრე წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური ქმედებებით. ეს ინსტრუმენტი გააუქმა ამსტერდამის ხელშეკრულებამ, რომელმაც იგი ,,გადაწყვეტილებებით” და ,,ჩარჩო გადაწყვეტილებებით” შეცვალა

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……