ერთხმივობა

ერთხმივობა

E. Unanimity

ტერმინი ერთხმივობა გულისხმობს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას. ეს პროცედურა აფერხებს გადაწყვეტილებების მიღებას საბჭოში და, შესაბამისად, ინტეგრაციულ პროცესებს ევროკავშირში. ერთიანი ევროპული აქტის შემდეგ ერთხმივობას სულ უფრო ნაკლებად მიმართავენ გადაწყვეტილებების მიღებისას. პირველი საყრდენის ანუ ევროპის გაერთიანების ფარგლებში კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემა წესად იქცა. მეორე (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა) და მესამე (მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები) საყრდენების ფარგლებში კი, სადაც მხოლოდ მთავრობათშორისი თანამშრომლობის მეთოდით მუშაობენ, გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთხმად იღებენ.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……