ეროვნული თვითგამორკვევა

ეროვნული თვითგამორკვევა

ეთნიკური ჯგუფის (რომელიც თავს განსაკუთრებულ, გამორჩეულ ერთობად აღიქვამს) უფლება ან მისწრაფება, თვითონ მართოს საკუთარი თავი და განსაზღვროს იმ ტერიტორიის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც უკავია. პოლიტიკური მნიშვნელობით იგი გამოხატავს პროცესსაც და იდეასაც. ეროვნული თვითგამორკვევა მჭიდროდ უკავშირდება ნაციონალიზმსა და ლიბერალიზმს და შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმწიფოსა და ერს შორის ურთიერთდამოკიდებულების თეორია. ზოგადი აზრით, ეს არის ხალხის უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი ბედი. თვითგამორკვევის იდეა ფიგურირებდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში. ამ იდეას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ვუდრო უილსონის ცნობილ 14 პუნქტში, გაეროს წესდებასა და 1960 წლის დეკლარაციაში კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, ეროვნული თვითგამორკვევა აღიარებს ყველა ხალხის უფლებას, თვოთონვე განსაზღვროს თავისი პოლიტიკური და იურიდიული სტატუსი. ამასთანავე წინააღმდეგობა იქმნება საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებთან (სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპები). ამ წინაარმდეგობამ არაერთი ეთნიკური კონფლიქტი გამოიწვია და დღესაც მსოფლიო დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საკითხი – თუ ვინ არის ხალხი, რომელსაც აქვს თვითგამორკვევის უფლება და რამდენად სამართლიანია ამ მიზნის მისაღწევად აჯანყების, რევოლუციისა თუ სეცესიის გზა, ჯერჯერობით ღიად რჩება.

See also: ერი, თვითგამორკვევა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……