ეროვნული პარლამენტები

ეროვნული პარლამენტები

E. National parliaments

მაასტრიხტის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ევროპის კავშირმა შეიძინა უფლებამოსილება ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად სახელმწიფოების კომპეტენციას განეკუთვნებოდა, კერძოდ, მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები. ამიტომ ევროპის პარლამენტსა და ეროვნულ პარლამენტებს შორის კონტაქტების მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა დეკლარაციაში, რომელიც ევროპის კავშირის მუშაობაში ეროვნული პარლამენტების როლს შეეხებოდა. მთავრობებს ეთხოვათ, უზრუნველყონ კომისიის წინადადებების ეროვნული პარლამენტებისადმი დროულად მიწოდება მათი შესაძლო განხილვის მიზნით. ეროვნული პარლამენტებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება საშუალებას მისცემს მათ, უფრო მჭიდროდ ჩაერთონ გაერთიანებაში მიმდინარე პროცესებში და განახორციელონ უფრო მკაცრი დემოკრატიული კონტროლი \nამსტერდამის ხელშეკრულებით ევროკავშირის შეთანხმებას ეროვნული პარლამენტების როლის შესახებ ოქმი დაერთო. ეს ოქმი აკონკრეტებს იმ ინფორმაციას, რომელიც უნდა გაეგზავნოს ეროვნულ პარლამენტებს (თეთრი წიგნი, მწვანე წიგნი, საკანონმდებლო წინადადებები). ამ უკანასკნელთ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობისათვის აქვთ ექვსკვირიანი ვადა, კომისიის მიერ მისი ევროპარლამენტისა და მინისტრების საბჭოსათვის მიწოდების დღიდან საბჭოს დღის წესრიგში შეტანამდე \nეროვნულ პარლამენტთა მიერ ევროგაერთიანების საქმეთა განხილვის ხელშეწყობისათვის 1989 წლიდან, ყოველ 6 თვეში ერთხელ, მუშაობს ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტების კონფერენცია. იგი შედგება ეროვნული პარლამენტების შესაბამის კომიტეტთა წარმომადგენლებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან. კონფერენციას უფლება აქვს გაუგზავნოს კავშირის ორგანოებს ნებისმიერი მოსაზრება, რომელსაც ის მართებულად მიიჩნევს და განიხილოს ევროკავშირში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანომდებლო ინიციატივა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……