ეროვნული უსაფრთხოება

ეროვნული უსაფრთხოება

დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების უზრუნველყოფა. პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციის მიხედვით, ე.უ. საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრალური ცნებაა, რადგან ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოს უსაფრთხოება უმაღლეს ღირებულებად ითვლება. სახელმწიფო კი მოსახლეობის უსაფრთხოების მთავარი და ჯარჯერობით შეუცვლელი გარანტია. ე.უ. დაკავშირებულია ღირებულებებთან, მაგრამ თავად არ არის ღირებულება. იგი ის პირობაა, რომლის მეშვეობითაც ღირებულებათა შენარჩუნება ხორციელდება. ე.უ. მრავალი კომპონენტისგან შედგება: სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, ინფორმაციული, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და სხვ. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა ეროვნული უსაფრთხოების არასამხედრო კომპონენტების მნიშვნელობა.

See also: უსაფრთხოება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……