ეროვნული ცნობიერება

ეროვნული ცნობიერება

ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. გარდა საერთო ისტორიული მეხსიერებისა, ფსიქოლოგიური განწყობებისა, ენობრივ-მენტალური კოდების სისტემისა და ა. შ., ე.ც. შეიცავს ეროვნული თვითცნობიერების მომენტს, რომლის გარეშეც შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული პიროვნების ეროვნული მიკუთვნილობა. პიროვნება, რომელიც ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანთა უმეტესობას აკმაყოფილებს, ძნელია მივიჩნიოთ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლად, თუკი ის ასეთად არ თვლის თავს და არ იზიარებს იმავე ერის მიზნებსა და მისწრაფებებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……