ეროვნული წარმომავლობა

ეროვნული წარმომავლობა

E. National Origin

ტერმინი გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელობით: ა) ერისადმი (იხ. ერი) კუთვნილების, წმინდა ეთნიკური (ენა, ადათ-ჩვეულებები და ა.შ.) მნიშვნელობით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი უფლებები "მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანის, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა – რასის კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობისა… – ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ უფრო ზუსტად განსაზღვრავს: იგი კრძალავს დისკრიმინაციას ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების… განურჩევლად (მე-14 მუხ.). ბ) მოქალაქეობის აღმნიშვნელ ტერმინად (Citizenship, Nationality), რაც განპირობებული იყო ევროპაში ერების ჩამოყალიბებით, ეროვნული სუვერენიტეტის (იხ. სუვერენიტეტი) და ე.წ. ერი სახელმწიფოების (Nation States) ჩამოყალიბებით (იტალია, დაფრანგეთი და სხვ.). ამიტომ ამა თუ იმ უცხო ქვეყნის საკონსულოში ვიზის მისაღებად შესავსებ ანკეტაში გრაფაში, "nationality,” ჩაიწერება არა ეთნიკური მნიშვნელობით ეროვნება (ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი), არამედ პიროვნების მოქალაქეობა. (მაგ.: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის იტალიის და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობით, ასეთ კითხვაზე ვიზის მომთხოვნმა უნდა ჩაწეროს – "საქართველოს,“ რაც მოქალაქეობის და არა ეროვნული წარმომავლობის აღმნიშვნელია. ადამიანის უფლებათა საყოველტაო დეკლარაცია (მე-15 მუხ.) აცხადებს: "1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება (ინგლისურ ტექსტშია: "Everyone has the right to a nationality”); 2. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა (nationality) ან შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა“ (მე-14 მუხ.). რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია. არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ მასალაზე დაყრდნობით ასკვნის: ,,დაუშვებელია ნებისმიერი ყველა სახის დისკრიმინაცია ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის მიმართ რასის, კანის ფერის, რელიგიის, ენის, მოქალაქეობის (გამოყენებულია ტერმინი ,,nationality”), ეროვნული "national”) და ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე.“ აქვე კომისია აღნიშნავს, რომ ტერმინი ,,ეროვნება“ ("Nationality”) მას ესმის ისე, როგორც ეს აღნიშნულია ,,ევროპულ კონვენციაში მოქალაქეობის შესახებ“ (მე-2 თ. მუხ.,), რომელიც აცხადებს: "ეროვნება“ (Nationality) ნიშნავს სამართლებრივ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და არ მიუთითებს პიროვნების ეთნიკურ წარმოშობაზე.“ საფრანგეთისა და უცხოეთის სხვა სახელმწიფოების კანონები ,,მოქალაქეობის შესახებ“ იყენებენ ტერმინს – "Nationality”, როგორც "მოქალაქეობის“ აღმნიშვნელს.

See also: ეთნიკური კონფლიქტი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ.; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……