ეროსი და თანატოსი

ეროსი და თანატოსი

ფროიდის თეორიაში ძირითადი ინსტინქტები. ე. აღნიშნავს თვითშენახვაზე მიმართულ ინსტინქტთა ერთობლიობას. ეს სახელწოდება მოდის სიყვარულის ბერძნული ღმერთის სახელიდან, სადაც იგი სასიცოცხლო ძალების გამაერთიანებელი და სულიერების მიმნიჭებელი უმაღლესი სათნოებაა. ასეთ ინსტინქტთა ერთობლიობას მიეკუთვნება სექსუალური ინსტინქტებიც. ფსიქოანალიზში ე-ის ცნებას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: სექსუალური ლტოლვა ან ლიბიდო, სექსუალობა, როგორც ასეთი, სიყვარული, ამ სიტყვის ვიწრო და ფართო მნიშვნელობით, სიცოცხლის ინსტინქტი. თანამედროვე ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში ე-ის ცნება გამოიყენება ცნებების – „ლიბიდოსა“ და „სიყვარულის“ გვერდით. ყველაზე ხშირად გამოიყენება თ-თან დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც სიკვდილისკენ ლტოლვის აღმნიშვნელი ტერმინია (ბერძნ. სიკვდილი) და ე-ის ანალოგიით ეწოდა. ეს ტერმინი ფროიდის გვიანდელ შრომებში გამოჩნდა. ფროიდის დუალისტური კონცეფციის თანახმად, სიცოცხლისა და სიკვდილისაკენ (ნგრევისაკენ, აგრესიისაკენ) ლტოლვა ადამიანის პირველადი ურთიერთდაპირისპირებული ლტოლვებია. თ. თეორიულად განზოგადებული სიკვდილის ინსტინქტთა კონცეპტის შემადგენელია და თავს იჩენს ქცევის გარკვეულ მოდელებში (სიამოვნების უარყოფა, მისგან გაქცევა, დესტრუქციისკენ, აგრესიისკენ ლტოლვა).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……