ეროტიკა

ეროტიკა

(ბერძნ. erotikos – სასიყვარულო)– სექსუალური გრძნობები, ვნებები, ფანტაზიები და მათი მასტიმულირებელი ლიტერატურული, სახვითი, აუდიო და ვიდეო ნაწარმოებები. დღეისათვის არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული სხვაობა ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის, თუმცა საერთო მათ ის აქვთ, რომ ცენტრალური ფიგურა ეროტიკულ თუ პორნოგრაფიულ სცენებში – ქალი და მისი სხეულია. თანამედროვე ესთეტიკაში არსებობს რამდენიმე ნორმატიული კრიტერიუმი, რომელიც ეროტიკულ ხელოვნებას პორნოგრაფიისგან განასხვავებს: ეროტიკა ისევე, როგორც სხვა რომელიმე ხელოვნება, ადამიანის გრძნობათა მრავალფეროვნების გამომხატველია. მისი სამიზნეა არა ადამიანის სექსუალური ცხოვრების ტექნიკა, არამედ შინაგანი სამყარო. პორნოგრაფია კი სხეულს უტილიტარულად უდგება, იგი კლიშეებით სარგებლობს და ამიტომაც სხეულის, სიშიშვლის, სექსუალობის რეპრეზენტაციებით განსხვავდება ნამდვილი ხელოვნებისაგან. ეროტიკული ხელოვნებამ, უპირველეს ყოვლისა, მხატვრის თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალებაა, ხოლო პორნოგრაფია შეურაცხჰყოფს და თრგუნავს პორნოგრაფიული სცენის მონაწილე ქალსაც და მამაკაცსაც.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……