ეტიკეტი

ეტიკეტი

E. etiquette

Fr. Etiquette

Gk. ethos ჩვევა, ხასიათი

თავაზიანი მოქცევის, მოპყრობის ფორმების მიღებული წესი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ეტიკეტი – ;   სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათს თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან ბეჭედზე.   Source: საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3;   ;   ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე, საწოვარაზე, სატყუარაზე ანდა მათ შესაფუთ მასალაზე.   Source: საქართველოს კანონი „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. ეტიკეტი – ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე, საწოვარაზე, სატყუარაზე ანდა მათ შესაფუთ მასალაზე; (საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ)ეტიკეტი – საქონელზე დაკრული სავაჭრო ნიშანი. შეიცავს საქონლის და მისი მწარმოებლის შესახებ ძირითად ინფორმაციას.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……