ექსპანსია (პოლიტიკური)

ექსპანსია (პოლიტიკური)

პოლიტიკური ექსპანსია გულისხმობს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოებას, გავლენის სფეროს გავრცელებას სხვა ქვეყნებისა და ხალხების ხარჯზე. სხვადასხვა ეპოქაში პ.ე–ს განსხვავებული ფორმა ჰქონდა იმისდა მიხედით, თუ როგორი იყო ეპოქის ეკონომიკური, სამხედრო, ტექნიკურ–ტექნოლოგიური დონე, სახელმწიფოს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნილებები. პ.ე. ძირითადად იმპერიალისტური სახელმწიფოებისათვის არის დამახასიათებელი და ხორციელდებოდა სამხედრო კონფლიქტებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით, რაც გარკვეული პერიოდისათვის კვალიფიცირდება, როგორც კოლონიალიზმი. მაგრამ ასეთ პირობებშიც განასხვავებენ კონტინენტურ (ვთქვათ, რუსეთის ან თურქეთის) და საზღვაო იმპერიების (დიდი ბრიტანეთის) პ.ე–ს. პირველ შემთხვევაში იმპერიების ეკონომიკური ინტერესები რეალიზდებოდა ახალი ტერიტორიებისა და ხალხების, მაშასადამე, ძირითადად, გადამხდელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, მაშინ როდესაც საზღვაო იმპერიები უმთავრესად დაინტერესებულნი იყვნენ ვაჭრობისა და მრეწველობისათვის ახალი ბაზრების, იაფი ნედლეულისა და მუშახელის მოპოვებით. თანამედროვე ეპოქაში პ.ე–ის ძველი კოლონიალური ფორმები შეცვალა სახელმწიფოების კულტურულმა, ინფორმაციულ–ტექნოლოგიურმა ექსპანსიამ. ძლიერი სახელმწიფოები გავლენის სფეროების ზრდას ამჯობინებენ ახალი ტერიტორიების მოპოვებას. გლობალიზმის ეპოქამ, რასაც თან სდევს ეროვნული სახელმწიფოების დასუსტება, ექსპანსიის ძირითად სუბიექტებად ტრანსნაციონალური გაერთიანებები აქცია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……