ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი

ცდა. მეცნიერებაში არის ობიექტური სინამადვილის შემეცნების ერთ–ერთი ფორმა. ის სოციოლოგიური გამოკვლევის მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი მიზანია კვლევის ჰიპოთეზების შემოწმება ე–ული პირობების მართვის გზით. მკვლავარი ქმნის ან გამოძებნის ისეთ პირობებს, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია მისთვის საინტერესო მოვლენათა მიზეზობრივი კავშირის გამოსავლენად. ე. შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: 1. ამოცანისა და ძირითადი ჰიპოთეზების წამოყენება და დაზუსტება, 2. იმ ემპირიული ობიექტის შერჩევა, რომლის ფარგლებშიც ე. უნდა ჩატარდეს. 3. ე–ული და საკონტროლო ჯგუფების საერთო გეგმის შემუშავება. 4. სამუშაო ჰიპოთეზების ფორმულირება და დაზუსტება. 5. ე–ული სიტუაციის შექმნა, ჰიპოთეზური მიზეზის ამოქმედება და ობიექტის პერიოდული გაზომვა. 6. რეზულტატების ანალიზი. ე–ში ჰიპოთეზის დადასტურების (დამტკიცების) ან უარყოფის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰიპოთეზის შემოწმება ხდება ე–ული ჯგუფისა (რომელიც დამოკიდებული ცვლადია და დამოუკიდებელი ცვლადის ზემოქმედებას განიცდის) და საკონტროლო ჯგუფის (რომელიც არ განიცდის ცვლადის ზემოქმედებას) შედარების გზით. გამოსაკვლევი ობიექტების ხაისათის მიხედვით სოციალური ე–ები იყოფა ეკონომიკურ, პედაგოგიკურ, სამართლებრივ, ესთეტიკურ და სხვ. ე–ად დასმული ამოცანის სპეციფიკის მიხედვით ე–ი არის სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული. ჰიპოთეზის დამტკიცების ლოგიკური ხასიათის მიხედვით განასხვავებენ პარალელურ და თანმიმდევრულ ე–ებს. პარალელურია ე–ები, როდესაც არსებობს როგორც ე–ული, ისე საკონტროლო ჯგუფები და ჰიპოთეზის დამტკიცება ემყარება ერთსა და იმავე დროს ორივე ობიექტის მდგომარეობის შედარებას. თანმიმდევრულია ისეთი გამოკვლევა, რომელშიც საკონტროლო ჯგუფი, როგორც დამოუკიდებლად არსებული ობიექტი, არ არსებობს. თავად ექსპერიმენტული ჯგუფი გვევლინება როგორც საკონტროლო გარკვეული იმპულსის შეტანამდე და – როგორც ე–ული მას შემდეგ, რაც იმპულსზე გათვალისწინებული ზემოქმედება მოახდინა. ე–ული სიტუაციის მიხედვით სოციალური ე–ები იყოფა საველე და ლაბორატორიულ ე–ად. საველეა ე., რომელიც ტარდება ბუნებრივ პირობებში. სოციოლოგიაში ეს მეთოდი ფართოდ არ გამოიყენება, რადგან ცვლადების კონტროლი ძნელია. ასევე ძნელია ისეთი პირობების შემნა, სადაც ე–ული ჩარევა იქნება როგორც შესაძლებელი, ისე ეთიკური. ლაბორატორიულია ე., რომლის დროსაც თავად მკვლევარი ქმნის პირობებს. საველე ე–ის მონაწილეებმა, როგორც წესი, არ იციან, რომ მათ შეისწავლიან და მით უმეტეს, რომ მათზე გარკვეულ ე–ს ატარებენ. ლაბორატორიულ ე–ში ადამიანებმა იციან, რომ ისინი მონაწილეობენ სოციალურ ე–ში. საველე ე–ებში განასხვავებენ აქტიურად მიმართულ და ბუნებრივ ე–ებს. სოციალური ე–ის ტიპოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ. „ექს–პოსტ ფაქტუმ“ (ex-post factum) ე–ს, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა XX ს–ის ოციან წლებში ამერიკელი სოციოლოგის ელენ ქრისტიანსენის გამოკვლევაში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. experiment

G. experiment

L. experimentum ცდა, პრაქტიკა

მეცნიერული ცდა, ზუსტად ფიქსირებულ პირობებში საკვლევ ობიექტზე დაკვირვება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……