ექსპლუატაცია

ექსპლუატაცია

1. სხვა ადამიანის, ან რაიმე რესურსის გამოყენება და ამის შედეგად მიღება მოგებისა, რომელიც არ შეესაბამება საკუთარ შრომით წვლილს.

2. ხალხის, მათი თვისებებისა თუ იმ მდგომარეობის უსამართლო გამოყენება, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ.

სირთულე მდგომარეობს ვინმეს უსამართლო გზით, საკუთარი ინეტერესების შესაბამისად გამოყენების არსისა და პირველ რგიში, იმ სიტუაციის დადგენაში, რომელიც ექსპლუატაციას უწყობს ხელს. აღნიშნული მიზეზის გამო ტერმინის ანალიზი მჭიდროდ უკავშირდება „ხელისუფლებისა“ და „უსამართლობის“ გაგებას. დღემდე არ არსებობს ერთი აზრი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ე–ს, როგორც უსამართლობის კერძო ფორმას, და რა ვითარებაში შეიძლება იგი ჩაითვალოს ძალაუფლების ფორმად. ცალკე პრობლემას წარმოადგენს ე–ური გარიგებების იდენტიფიკაცია შეთანხმებითი გაცვლების დროს, რომლებიც, ზოგი თეორეტიკოსის აზრით, ხელისუფალთა მონაწილეობას ნიღბავენ, ხოლო სხვათა აზრით, იმის გარანტიას იძლევიან, რომ ხელისუფალნი მათში არ მონაწილეობენ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. exploitation

Fr. exploitation

L. explicare გავრცელება

1. წარმოების საშუალებების მფლობელთა მიერ სხვისი შრომის რეზულტატის მითვისება;

2. ბუნებრივი სიმდიდრის, წარმოების საშუალებების, ტრანსპორტის, შენობების გამოყენება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ექსპლუატაცია – პირის გამოყენება იძულებითი შრომისათვის ან მომსახურებისათვის, მისი დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმა, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, სექსუალური ექსპლუატაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევის იძულება, აგრეთვე პირის გამოყენება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვისათვის ანდა სხვა მიზნით.   Source: საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……