ექსტრადიცია

ექსტრადიცია

E. Extradition

მსჯავრდებულ და ეჭვმიტანის პირთა გადაცემა. სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი დახმარების ერთ-ერთი სახე. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება მჯავრდებული და ეჭვმიტანილი პირი, გადაცემს ამ პირს მეორე სახელმწიფოს, რომელიც მოითხოვს მის გადაცემას სისხლის სამართალში მიცემის ან უკვე გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით ე-ის ინსტიტუტი ცნობილია უძველესი დროიდან. საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა მისი შემდეგი წესები: 1) არ გადაიცემა საკუთარი მოქალაქე; 2) არ გადაიცემა პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც სარგებლობს თავშესაფრის უფლებით; 3) პირი გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება გადამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობითაც ისჯება; 4) გადაცემული პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულისათის, რომლის გამოც მისი გადაცემა მოხდა; 5) არ გადაიცემა პირი, რომლის მიმართ იკვე გამოტანილი განაჩენი ვერ აღსრულდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; 6) არ გადაიცემა პირი, რომლის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი ან შეწყვეტილია საქმის წარმოება მის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; 7) ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ქმედებაზე სახე აღიძვრება მხოლოდ კერძო ბრალდების წესით, ე.ი. ბრალდებულის განცხადების თანახმად; 8) გადაცემის შესახებ მოლაპარაკება ხორციელდება დიპლომატიური ან საუწყებო არებით თანამედროვე პირობებში მოქმედებს მ-ის ორგვარი მოდელი – ევროპული და ანგლოსაქსური. ევროპული მოდელს საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები: ა) ორმაგი კრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც მომთხოვნი, ისე გადამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობა ამა თუ იმ პირის მიერ ჩადენილ ქმედებას დასჯადად აღიარებს; ბ) ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის სახე და ზომა; გ) საკუთარ მოქალაქეთა გადაცემაზე უარის თქმა. ევროპის ქვეყნების უმეტესობა (მაგ., საფრანგეთი, იტალია და სხვ.) ასეთ პირთა ე-ს საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს. ანგლოსაქსური მოდელის მიხედვით (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და სხვ.), ერთი სახელმწიფო მეორეს გადაცემს ამა თუ იმ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სახელმწიფოებს შორის არსებობს ხლშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია, თუ რა სახის დანაშაულთა ჩამდენი პირნი ექვენდებარებიან გადაცემას.ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში სასამართლო გადაცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ანგლოსაქსური მოდელით დასაშვებია საკუთარ მოქალაქეთა გადაცემაც. გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობს სასამართლო, თუმცა საბოლოო სიტყვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ეკუთვნით. დამნაშავეთა გადაცემის შესახებ მრავალი კონვენცია არსებობს. 1957 წლის ევროპის კონვენციამ მოახდინა იმ სამართალდარღვევათა დეტალური რეგლამენტაცია, რომელთა ჩადენისათვის ესა თუ ის პირი შეიძლება გადაცემულ იქნეს. ამ კონვენციის 1975 წლის დამატებითი ოქმი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განმარტავს და არეგულირებს. 1978 წლის მეორე დამატებითმა ოქმმა აღიარა პრინციპები non bis in idem (არ შეიძლება ვინმე ორჯერ მიეცეს პასუხისგებაში ერთი და იმავე დანაშაულისათვის), ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა იმ პირის გადაცემის დაუშვებლობა, რომელიც უკვე იყო ამნისტირებული ან გამართლებული საქართველომ ე-ს შესახებ ხელშეკრულება დადო აზერბაიჯანთან, თურქეთთან, რუსეთთან, ბულგარეთთან, სომხეთთან. იგი მონაწილეა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენციისა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ყველა ეს დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ გადაცემას ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც ისჯება ორივე ქვეყნის კანონებით და რომლის მიერ ჩადენილი დანაშაულისათის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ხნის ვადით ან უფრო მძიმე სასჯელი; ბ) დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც უკვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით ან უფრო მძიმე სასჯელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს დამნაშავის გადაცემაზე უარის თქმის კანონიერ შემთხვევებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებს ემყარება. ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებს გადასაცემი პირის დაპატიმრების პროცედურას, გადაცემის გადადების მიზეზებს, სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებს, ურთიერთდაკავშირების წესებს. ორივე მხარის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კარგად უნდა იცოდნენ, თუ რა სახის საერთაშორისო ხელშეკრულება არსებობს სისიხლის სამართლის (ისევე როგორც სამოქალაქო და საოჯახო სამართლის) ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, და საერთოდ გამოიყენოპნ ეს ხელშეკრულება, კერძოდ, მისი შემდეგი დებულებანი: ა
ე სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის დანაშაულის ჩამდენი პირი, ხდება მაშინ, თუ განაჩენი უკვე კანონიერ ძალაშია შესული; თავის სახელმწიფოში ეს პირი არ შიძლება მეორედ იქნას გასამართლებული იმავე საქმეზე, თუ აღნიშნული განაჩენი, რომელიც გადამცემ სახელმწიფოში გამოიტანეს, არ იქნა გაუქმებული და არ დაინიშნა ხელახალი გამოძიება ან სასამართლო გარჩევა მსჯავრდებული გადაცემა არ ხერხდება იმ შემთხვევაში: ა) თუ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, ქმედება, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო, დანაშაულად არ ითვლება; ბ) თუ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, ჩადენილი ქმედებისათვის იგი დასჯილ იქნა ან გაამართლეს, ან საქმე შეწყვიტეს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი სასჯელისაგან გათავისუფლებულია მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ; გ) თუ სასჯელი არ შეიძლება აღსრულდეს სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ან ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოების საფუძველზე; დ) თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის სასამართლომაც გამოუტანა განაჩენი; ე) თუ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის შესახებ ე-ის საკითხი შეიძლება აღძრას სახელმწიფომ, რომლის მოქალაქეც ის არის, ან – მსჯავრდებულის ნათესავებმა მიმღები ან გადამცემი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვით. ყველა შემთხვევაში გადაცემის საკითხს წყვეტენ და ახორციელებენ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, რომელთა სია დეპოზიტურ სახელმწიფოებში ინახება. ასეთი ორგანო შეიძლება იყოს პროკურატურა, უმაღლესი სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და ა. შ. კონვენცია ითვალისწინებს გადაცემის აღძვრის წესებს, საჭირო დოკუმენტაციას, გადაცემის პროცედურას, მშობლიურ ქვეყანაში სასჯელის მოხდის წესს და სხვ. საქართველოში ე-ის საკითხი ეყრდნობა კონსტიტუციას, უცხო სახელმწიფოებთან დადებულ ხელშეკრულებებს სამართლებრივი დახმარების შესახებ, სხვა საერთაშორისო ხელსეკრულებებს სამართლებრივი დახმარების შესახებ, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

See also: დამნაშავეთა გადაცემა

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. extradition

Fr. extradition

L. ex – დან, – იდან + traditio

უცხო სახელმწიფოსთვის იმ პირის გადაცემა, რომელმაც დაარღვია ამ სახელმწიფოს კანონი. საქართველოში ექსტრადიცია არ დაიშვება: ა) თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში; ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის, ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი, არ ითვლება დანაშაულად საქართველოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 257).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე, გადასცემს მას მეორე სახელმწიფოს, რომელიც ითხოვს ამ პირს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ან უკვე გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.(შეად. გადაცემა).    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. ექსტრადიცია – (საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის) – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……