ექსტრატერიტორიული იურისდიქცია

ექსტრატერიტორიული იურისდიქცია

E. Exstraterritorial Jurisdiction

სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან სახელმწიფოების იურისდიქციის გარეთ არსებულ სივრცეში (ღია ზღვა, კოსმოსი) თავისი იურისდიქციის განხორციელება ან მცდელობა – განახორციელოს იგი. მაგალითად, ასეთია: საკონსულოების უფლბა – გაატარონ რეგისტრაციაში თავისი მოქალაქეების დაქორწინება-განქორწინება საკონსულოს დამფუძნებელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად; სახელმწიფოს გემს აქვს უფლება – დააკავოს ღია ზღვაში ხომალდი, რომელმაც დაარღვია კანონი მისი ტერიტორიული საზღვრების შიგნით და ცდილობს, თავი დააღწიოს დევნას ღია ზღვაში გასვლით, სადაც ყველა ქვეყნის ხომალდი მხოლოდ ალმის კანონს ექვემდებარება, ანუ იმ ქვეყნის კანონს, სადაც ის არის რეგისტრირებული \nმაგრამ სახელმწიფოს ყველა მცდელობა – გააფართოოს იურისდიქცია თავისი საზღვრების გარეთ, როდი ითვლება კანონიერად. მაგალითად, საერთაშორისო სამართალი კრძალავს მთვარის და სხვა პლანეტების თავისი იურისდიქციის ქვეშ მოქცევას, იგივე ითქმის ღია ზღვის ამა თუ იმ ნაწილის მითვისების მცდელობის შესახებ \nაღსანიშნავია, ასევე, საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროში მოქმედი კოლიზიური ნორმები, რომლებიც აძლევენ სასამართლოებს უფლებას, გამოიყენონ უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმა საქმის ჯეროვანი გადაწყვეტის მიზნით.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……