ექსტრემიზმი

ექსტრემიზმი

პოლიტიკური პრობლემების უკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება. ე. პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწვად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას, მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. ე–ის ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დეფორმაცია, არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ე–ის სხვადასხვა სახეობა, როგორც მემარცხენე (მისი ყველაზე ტიპიური ნიმუშია იტალიური და გერმანული „წითელი ბრიგადები“), ასევე მემარჯვენე (უწინარეს ყოვლისა, ნეოფაშისტური ორგანიზაციები) ტიპისა. დამოუკიდებელი თემაა ისლამური ე., რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. extremism

Fr. extremisme

L. extremus უკიდურესი

უკიდურესი შეხედულებების და ზომების გატარების მხარდაჭერა,მათდამი მიდრეკილება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……