ეჭვმიტანილი

ეჭვმიტანილი

E. suspected

დანაშაულის ჩადენაში საეჭვოდ მიჩნეული პირი, რომელიც დაკავებულია კანონით დადგენილ საფუძველზე და წესით. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ ვადის ამოწურვამდე მას უნდა წაუყენონ ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ეჭვმიტანილს უფლება აქვს არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს საქმის აღძვრის დადგენილება, მისცეს ან არ მისცეს ჩვენება, ისარგებლოს დამცველის მომსახურებით, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში და ა.შ. ბრალდების წაყენების მომენტიდან ეჭვმიტანილი ბრალდებულად ითვლება და სარგებლობს კიდევ უფრო ფართო პროცესუალური უფლებებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 72-73, 142).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს დანაშაული ჩადენის გონივრული ეჭვი. პირი ეჭვმიტანილად ითვლება დაკავების ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.   წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……