ვალი სახელმწიფო

ვალი სახელმწიფო

E. state/government debt

1. ქვეყნის სუვერენული და აბსოლუტური ვალდებულებები ძირითადი თანხების დაფარვისთვის და დარიცხული პროცენტების გადახდისთვის, რაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მთელი აქტივებით;

2. ქვეყნის სახელით სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უმაღლესი ორგანოს, მისი გარანტიით და ეროვნული (ცენტრალური) ბანკის მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის ჯამური თანხა (სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისთვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); სახელმწიფო, მათ შორის საშინაო და საგარეო, ვალის საერთო თანხა ყოველწლიურად განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ქვეყნის უმაღლეს და შეფარდებით გამოსახულებაში (საქართველოში გათანაბრებულია სახელმწიფო ბიუჯეტის დაცულ მუხლებთან) (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“, მუხლი 1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……